geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის მესამე სამეცნიერო კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის დამტკიცების შესახებ ვბრძანებ:

1. „კონფლიქტების ანალიზისა და მართვის“ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მეშვიდე სემესტრის დოქტორანტ იოსებ ჯაფარიძის III სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 19 ივლისს 16:00 საათზე.

კომისიის შემადგენლობა:

1) გუგული მაღრაძე - ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;

2) ზურაბ აბაშიძე - ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

3) ალექსანდრე კუხიანიძე - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი;

4)  თეონა მატარაძე. - ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;

5) ვახტანგ მაისაია - მოწვეული ლექტორი, დოქტორი.

2. დაცვა შედგება ონლაინ პლატფორმა “ZOOM”-ის გამოყენებით.

3. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.